მთის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა
14 ივლისს, სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მთის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა ნაშრომები წარმატებით დაიცვეს.
კომისიის წინაშე წარმოდგენილი თემატიკა გამოირჩეოდა მაღალი აქტუალობითა და პრაქტიკული ღირებულებით. სტუდენტებმა მრავალმხრივი და საინტერესო მოხსენებების სახით წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები, რომლებიც მთის რეგიონების მდგრად განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობისა და ხარისხიანი ნაშრომების წარმოდგენისთვის, ასევე, ხელმძღვანელებს გაწეული პროფესიული მხარდაჭერისთვისა და კომისიის წევრებს წარმოდგენილი კვლევების კომპეტენტური და ობიექტური შეფასებისთვის.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია ულოცავს ბაკალავრებს საგანმანათლებლო საფეხურის წარმატებით დასრულებას და მათ პროფესიულ წინსვლასა და აკადემიურ მიღწევებს უსურვებს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.