ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ჩინეთისა და აზერბაიჯანის წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციებს უმასპინძლა
13 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში, უცხოელი სტუმრები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ეწვივნენ.
დელეგაციის წევრებმა დეტალურად დაათვალიერეს ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო ბაზა, თანამედროვე ლაბორატორიები და მუზეუმები.
ფაკულტეტს ესტუმრნენ ჩინეთის (შენსი) ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - პროფესორი ვეი ფენგი (Wei Feng), გუო ჟინგუანი (Guo Jingyuan) და რენ ქსიაოქსიუნი (Ren Xiaoxuan).
მინგეჩაურის (აზერბაიჯანი) უნივერსიტეტის წარმომადგენლები - სამირა აჰმადოვა (Samira Ahmadova), აიდა მუსტაფაევა (Aida Mustafayeva) და აინურ გულიევა (Aynur Guliyeva).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი აქტიურად აგრძელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.