ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ფაკულტეტზე
10 ივლისს, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მილადა შტასტნა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი იან ზლოხი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციას უმასპინძლა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობები, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრნოს მენდელის უნივერსიტეტსა და სტუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ხელს შეუწყობს ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.