ფაკულტეტი 2027 წლის აკრედიტაციისთვის განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ემზადება
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის „გამოყენებითი გეოლოგიის“ დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამები 2027 წლის აკრედიტაციისთვის შესანიშნავი მატერიალური განახლებით ემზადება!
2020 წლის აკრედიტაციის შემდეგ, სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) პროგრამებმა უდიდესი პროგრესი განიცადა - დაემატა და დაიხვეწა სასწავლო კურსები, ლაბორატორიები კი თანამედროვე ხელსაწყოებით გადაიარაღდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მინერალოგიისა და გემოლოგიის ლაბორატორიის სრული რემონტი და აღჭურვა პოლარიზაციული და გემოლოგიური მიკროსკოპებით, სასწორებითა და დიოტესტერებით.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მთავარი პარტნიორისგან კომპანია „არემჯი ჯგუფისგან“ (RMG) დეპარტამენტმა საჩუქრად მიიღო:
TDM-10 Benchtop X-ray Diffractometer - 70,000 ევროს ღირებულების უახლესი რენტგენოფაზური ანალიზატორი. (გამოიყენება მინერალებისა და კრისტალური ნივთიერებების ზუსტი სტრუქტურული და ფაზური ანალიზისთვის);
CONTROLS PILOT PRO - ერთღერძა კუმშვის ხელსაწყო. (აუცილებელია ქანების მექანიკური სიმტკიცისა და დეფორმაციის თვისებების შესასწავლად კუმშვაზე ტესტირებისას);
AAS contrAA 800F - ატომურ-აბსორბციული ანალიზატორი. (უზრუნველყოფს მადნებსა და ხსნარებში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის (მათ შორის ძვირფასი ლითონების) ულტრაზუსტ, მაღალმგრძნობიარე რაოდენობრივ განსაზღვრას.)
ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის „არემჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელობას და გენერალურ დირექტორს ბატონ ჯონი შუბითიძეს ამ უდიდესი მხარდაჭერისთვის.
“ჩვენი თანამშრომლობა წლებია ორმხრივ, მყარ პრინციპებზე დგას. ჯერ კიდევ 2005 წლიდან დღემდე, წარმატებით და შეუფერხებლად ხორციელდება დორე შენადნობის ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა და მრავალი სხვა ერთობლივი პროექტი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები ჩვენი სტუდენტების კონკურენტუნარიანი სპეციალისტებად ჩამოყალიბების მთავარი საწინდარია!” - აცხადებენ ფაკულტეტის ადმინისტრაციაში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.