ფაკულტეტის მუზეუმებს ისრაელიდან მინერალოგიითა და ქანების კვლევით დაინტერესებული სტუმრები ეწვივნენ
2 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მუზეუმებს ისრაელიდან მინერალოგიითა და ქანების კვლევით დაინტერესებული სტუმრები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს მუზეუმებში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის უმდიდრეს გეოლოგიურ მემკვიდრეობას ასახავს. სტუმრებმა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატეს მინერალებისა და იშვიათი ქანების კოლექციების მიმართ, რომლებსაც როგორც სამეცნიერო, ისე ისტორიული თვალსაზრისით უდიდესი ღირებულება აქვს.
აღსანიშნავია, რომ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უნიკალური მუზეუმები მუდმივად აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საგამოფენო სივრცეები ყოველდღიურად მასპინძლობს ვიზიტორთა ფართო აუდიტორიას.
სტუმრებმა გულთბილი მასპინძლობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის ფაკულტეტის ადმინისტრაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.