სტუ
19/06/2026

ფაკულტეტზე 90-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წარმატებით დასრულდა

721248808_977000915203120_8410356360202157501_n.jpg

11-19 ივნისს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 90-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წარმატებით დასრულდა. 

კონფერენციაზე  ექვსმა სექცია მუშაობდა: 

  • სამთო ტექნოლოგიების სექცია;
  • მთის მდგრადი განვითარების სექცია;
  • საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის სექცია;
  • შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სექცია;
  • ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სექცია;
  • გამოყენებითი გეოლოგიის სექცია. 
19 ივნისს, კონფერენციის დასკვნით დღეს მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის სექციამ შეაჯამა, რომელზეც დარგის არაერთი აქტუალური და სტრატეგიული საკითხი  განხილეს.  

სექციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა საქართველოს გეოლოგიას, მინერალურ რესურსებს, ტექტონიკას, ჰიდროგეოლოგიასა და ბუნებრივ საფრთხეებს.

პრეზენტაციებმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა როგორც ღრმა თეორიული, ისე პრაქტიკული კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები. 

აღსანიშნავია, რომ სექციის მუშაობამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა გეოლოგიის დარგის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების შესწავლაში, გარემოს დაცვასა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასება-მართვაში, ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სექციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ნაშრომი, რომლის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო საველე სამუშაოებს - მიძღვნილს საქართველოს ზედაცარცული ნალექების კვლევის თანამედროვე გამოწვევებისადმი - სრულად დააფინანსებს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კონფერენციის ორგანიზატორებს, ხელმძღვანელებსა და თითოეულ მონაწილეს გაწეული მაღალპროფესიული შრომისთვის, საინტერესო დისკუსიებისა და კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის.