სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ღონისძიება
15 ივლისს, სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ღონისძიება გაიმართა. საზეიმო შეხვედრას ფაკულტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ბუაჩიძემ.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ გასული სასწავლო წლები შეაჯამა, სტუდენტების მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაკულტეტი კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ წინსვლას. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მათ პროფესიული წარმატებები უსურვეს.
კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს ფაკულტეტის ხელმძღვანელობასა და აკადემიურ პერსონალს მიღებული ფუნდამენტური განათლებისთვის, მხარდაჭერისა და იმ პრაქტიკული გამოცდილებისთვის, რომელიც მათ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დააგროვეს. უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და უსურვებს მათ წარმატებულ საინჟინრო, კვლევით და პრაქტიკულ მოღვაწეობას სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების სფეროში.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.