„ფესვი ვარ შენი, მთის შვილო...“ - კურსდამთავრებულებმა სწავლის დასრულება ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
16 ივლისს, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის „მთის მდგრადი განვითარების“ დეპარტამენტის კურსდამთავრებულებმა სწავლის პირველი, უმნიშვნელოვანესი საფეხურის დასრულება სიმბოლურად და თემატურად - ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში აღნიშნეს.
მთა მხოლოდ გეოგრაფიული ლოკაცია, რელიეფი ან კვლევის ობიექტი არ არის. სტუდენტებისთვის მთა იდენტობაა, რომლის მდგრად მომავალზე ზრუნვაც საკუთარ პროფესიულ და მოქალაქეობრივ მოვალეობად აირჩიეს.
ჩარგალში კურსდამთავრებულებმა ბაკალავრიატის დასრულება ახალი ეტაპის დასაწყისად აქციეს, ეს ტრადიცია, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება, არის ცოცხალი ხიდი თაობებს შორის.
ყოველი მომავალი ნაკადი, აძლიერებს კავშირს მთასთან, აცოცხლებს წარსულს და საფუძველს უყრის მომავალს. ეს არის ფიცი - ერთგულებისა იმ საქმისადმი, რასაც მთის ეკოლოგიური, კულტურული და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება ჰქვია.
განსაკუთრებით ემოციური იყო კურსდამთავრებულების გაცილება პირველკურსელების მიერ - თაობათა უწყვეტი კავშირის გამოხატულება. ვულოცავთ ჩვენს ძვირფას კურსდამთავრებულებს! გვჯერა, რომ თქვენი პროფესიული ცოდნითა და მთისადმი ამგვარი სიყვარულით დაიპყრობთ მწვერვალებს!
გზა მშვიდობისა, მთის შვილებო, დიდ ასპარეზზე!
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.