ფაკულტეტს „არემჯის“ (RMG) გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე ესტუმრა
17 ივლისს, სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კოლოქვიუმისა და სტუდენტური პრეზენტაციების წარდგენის პარალელურად, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა კომპანია „არემჯის“ (RMG) გენერალური დირექტორის ჯონი შუბითიძის გამოსვლამ.
ჯონი შუბითიძემ ვრცლად ისაუბრა კომპანია „არემჯისა“ და სტუ-ის შორის არსებულ მჭიდრო, ორმხრივ და ურთიერთმხარდამჭერ თანამშრომლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე, სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რაც ინდუსტრიასა და აკადემიურ სექტორს შორის პარტნიორობას ახლავს თან.
ფაკულტეტის ადმინისტრაციამ ჯონი შუბითიძეს მადლობა გადაუხადა საინტერესო მოხსენებისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტების მხარდაჭერისთვის.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.