სტუ
18/07/2026

ფაკულტეტს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური ეწვია

748597902_1006410718928806_8997762181118323212_n.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრი და ბიოეკოსერტიფიცირების ცენტრი, გაეცნო მათ საქმიანობას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მუნიციპალიტეტების საბაზისო და თემატური გეგმების მომზადება-განხორციელებაში ჩართულობის შესაძლებლობებს.