სტუ
09/07/2026

განცხადება

14 ივლისს, 14:00 საათზე სტუ-ის III კორპუსის №437 აუდიტორიაში, სადოქტორო პროგრამის „გეოლოგია“ დოქტორანტ ნიკო ფოფორაძის დისერტაციის დაცვა გაიმართება. 

სადისერტაციო თემა: ,, ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გავრცელებული აქტიური მეწყრული სხეულების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და მდგრადობის შეფასება“.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი მ. მარდაშოვა,  ასოც. პროფესორი გ. ტლაშაძე


17 ივლისს, 14:00 საათზე სტუ-ის III კორპუსის №437 აუდიტორიაში, სადოქტორო პროგრამის „სამთო ტექნოლოგიები“ დოქტორანტ ანზორ ტაველიშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართება. 

სადისერტაციო თემა: ,,სამთო დარტყმის რეალიზაციის გეომექანიკური პირობების დასაბუთება და მისი პროგნოზირების მეთოდის შემუშავება ტყიბული-შაორის საბადოსათვის“.

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ი. გუჯაბიძე, პროფესორი გ. მაჩაიძე