სტუ
09/07/2026

კ. სატბაევის სახელობის ყაზახეთის ეროვნული კვლევითი ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების ვიზიტი ფაკულტეტზე


7 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ეგიდით და აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით კ. სატბაევის სახელობის ყაზახეთის ეროვნული კვლევითი ტექნიკური უნივერსიტეტის (ქ. ალმათი) II კურსის დოქტორანტები - ახოტა კაშიბაევი, ჟანსაი ნურგალიმოვა და
ბერიკ ტურდალი ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა კოლეგებმა ფაკულტეტის თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, საგამოფენო სივრცეები და მუზეუმები დაათვალიერეს. სტუმრები დეტალურად გაეცნენ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მიმდინარე საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და აქ არსებულ უდიდეს სამეცნიერო პოტენციალს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტი მოიცავს ორმხრივი ინტერესის მქონე სფეროებს და აყალიბებს პარტნიორობის კონკრეტულ პრიორიტეტებს - აკადემიური მობილობა; პერსონალის ურთიერთგაცვლა; ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობა; სასწავლო და კვლევითი პროექტები; აკადემიური თანამშრომლობა და სტუდენტური აქტივობები.

ფაკულტეტი წარმატებებს უსურვებს ყაზახ დოქტორანტებს სამეცნიერო საქმიანობაში და მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდრო, ნაყოფიერი ინტერნაციონალური თანამშრომლობისთვის.