სტუ
06/06/2026

სტუდენტური საველე ექსპედიცია არაგვის ხეობაში

06.06.2026,,.jpg

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს ინოვაციური ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მონიტორინგის სამუშაოებში. თემატური ინიციატივით, პროფესიული საველე ექსპედიცია დუშეთის მუნიციპალიტეტის,  სოფელ ქვემო მლეთის ტერიტორიაზე, მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში ჩატარდა.

ექსპედიციის ფარგლებში, სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთამეურნეობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი ინოვაციური საინჟინრო ნაგებობის - ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის მუშაობის პრინციპებს და ადგილზე განახორციელეს მისი მონიტორინგი.

აღნიშნული ბარაჟი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - ის ეფექტურად ამცირებს ღვარცოფების ზემოქმედების რისკებს, როგორც ზემო და ქვემო მლეთის სოფლებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე.

აღსანიშნავია, რომ მდინარე მლეთისხევის წყალშემკრებ აუზში მოწყობილი ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟი დღემდე ერთ-ერთ უალტერნატივო და უნიკალურ საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.