სტუ
05/06/2026

“მიწისქვეშა წყლის რესურსების დაცვა, ცოდნა, პრაქტიკა, მომავალი” - საგანმანათლებლო სემინარი ფაკულტეტზე

05.06.2026.jpg

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარი - „მიწისქვეშა წყლის რესურსების დაცვა - ცოდნა, პრაქტიკა, მომავალი“. სემინარზე გამოცდილმა ჰიდროგეოლოგმა თინათინ კუთხაშვილმა ისაუბრა მტკნარი, მინერალური და თერმული მიწისქვეშა წყლების საბადოების სანიტარული დაცვის ზონების მნიშვნელობაზე. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსებს - როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბუნებრივ სიმდიდრეს, რომლის დაცვა და რაციონალური გამოყენება ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.  

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მიწისქვეშა წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.

საქართველო მდიდარია მიწისქვეშა მტკნარი, მინერალური და თერმული წყლის რესურსებით და მათი სათანადო დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით.