სტუ
04/06/2026

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე

04.06.2026.jpg

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დაუვიწყარი დღე უნიკალურ მუზეუმებში გაატარეს. მოსწავლეებმა წიგნებში წაკითხული გეოლოგიური პროცესები და თეორიული მასალა პრაქტიკაში, რეალურ ექსპონატებზე იხილეს და ცოდნა გაიღრმავეს.

გეოლოგია-პალეონტოლოგიის მუზეუმში მათ მილიონობით წლის წინანდელი ნამარხები მოინახულეს და დედამიწის განვითარების ეტაპებს გაეცნენ. მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმში, კი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია იხილეს, მსოფლიოს სხვადასხვა საბადოს უნიკალური მინერალებითა და ქანებით.

მსგავსი შემეცნებითი ვიზიტები მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იქცეს სასწავლო თეორია საინტერესო პრაქტიკად.