ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ქვათაცვენის შედეგად შექმნილ ვითარებას სტუ-ის სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით (№ 01/2224) მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს.
სააგენტოს გენერალური დირექტორის, თეა ონიანის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნული იყო, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, კერძოდ, ე.წ. „საიდუმლო გვირაბის“ მიმდებარედ ქვათაცვენა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაზიანდა ძეგლის ნაწილი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა.
ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად და გადაუდებელი ქმედებების დაგეგმვის მიზნით, სააგენტომ, გასული წლების წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, დახმარება სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის კვალიფიციურ სპეციალისტებს სთხოვა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.