სტუ
29/05/2026

საველე გასვლა ვერეს ხეობაში

29.05.2026.jpg

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის “ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ პროგრამის სტუდენტები სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიციის მიზნით ვერეს ხეობაში იმყოფებოდნენ.

ექსპედიციის მიზანი იყო წყალდიდობის გამომწვევი ფაქტორების, შედეგებისა და გეოგრაფიულ-ჰიდროლოგიური მექანიზმების პრაქტიკული გაცნობა, რომელიც მსგავსი ტიპის ბუნებრივ კატასტროფებს უდევს საფუძვლად. 

ექსპედიციის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ბუნებრივი პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გარემოსდაცვით საკითხებს, მიღებულ თეორიულ ცოდნას კი პრაქტიკაში გამოიყენებენ. 

მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს კვლევითი უნარების განვითარებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.