ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ფაკულტეტზე
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა Erasmus+ აკადემიური მობილობის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს და სიმულაციური ტექნოლოგიების ცენტრის (CESIT) ხელმძღვანელს - მარეკ სმეტანას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი სმეტანა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წინაშე საჯარო ლექციით წარდგა, სადაც დეტალურად განიხილა შრომის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები და საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელირებული სიტუაციური ამოცანები.
სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, მუზეუმები და სასწავლო ლაბორატორიები. მნიშვნელოვანია, რომ დაიგეგმა სასწავლო მობილობა, რომლის ფარგლებშიც ოსტრავის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენს ბაზაზე კრედიტების დაგროვებასა და ლაბორატორიულ კვლევებს შეძლებენ.
ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის დელეგაციას უმასპინძლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შეხვედრა მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, სადაც მხარეებმა გაცვალეს გამოცდილება და დაგეგმეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პროექტები.
სტუმარმა დაათვალიერა სახანძრო-სამაშველო ძალების ტრენინგცენტრი, დაესწრო სიმულაციურ სწავლებას და პირადად დააკვირდა მეხანძრე-მაშველთა მომზადების პროცესს.
ვიზიტი დასრულდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, სადაც მარეკ სმეტანა, ჩვენი დეპარტამენტის პროფესორებთან (ნინო რატიანი, ომარ ლანჩავა, ზაზა ხოკერაშვილი) ერთად, გაეცნო სწრაფი რეაგირების ოპერატორების მუშაობის სპეციფიკასა და მართვის სისტემებს.
საერთაშორისო კავშირების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება ჩვენი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად!
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.