სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) გამოყენებითი გეოლოგიის პროფესორებს, მალგოჟატა ლაბუსსა და კშიშტოფ ლაბუსს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც Erasmus+ KA171 გაცვლითი პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, პროფესორმა მალგოჟატა ლაბუსმა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „თერმული ანალიზი ნავთობშემცველი ქანების კვლევისას“.
შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდეგი პრიორიტეტები განიხილეს:
ერთობლივი საგრანტო პროექტები - მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე;
კვლევითი კოლაბორაცია - მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის მიმართულებით ერთობლივი კვლევების წარმოება;
ენერგეტიკული პროექტები: გეოთერმიული და პეტროთერმიული პროექტების ერთობლივი რეალიზება;
პუბლიკაციები: სამეცნიერო ნაშრომების მომზადება და გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში;
მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართულობა გაცვლით პროგრამებში;
უნივერსიტეტების მუზეუმებს შორის მინერალების, ქანებისა და მადნების სარეზერვო ფონდებიდან ნიმუშების გაცვლა.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.