სტუ
19/06/2026

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (პოლონეთი) გამოყენებითი გეოლოგიის პროფესორებს, მალგოჟატა ლაბუსსა და კშიშტოფ ლაბუსს უმასპინძლა. 

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც Erasmus+ KA171 გაცვლითი პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა, პროფესორმა მალგოჟატა ლაბუსმა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „თერმული ანალიზი ნავთობშემცველი ქანების კვლევისას“.

შეხვედრაზე  თანამშრომლობის შემდეგი პრიორიტეტები განიხილეს:

ერთობლივი საგრანტო პროექტები - მუშაობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე; 

კვლევითი კოლაბორაცია - მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის მიმართულებით ერთობლივი კვლევების წარმოება;

ენერგეტიკული პროექტები: გეოთერმიული და პეტროთერმიული პროექტების ერთობლივი რეალიზება;

პუბლიკაციები: სამეცნიერო ნაშრომების მომზადება და გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო გამოცემებში;

მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართულობა გაცვლით პროგრამებში; 

უნივერსიტეტების მუზეუმებს შორის მინერალების, ქანებისა და მადნების სარეზერვო ფონდებიდან ნიმუშების გაცვლა.