სტუ
08/05/2026

პროფესორ გელა მაჩაიძის აღიარება და საპატიო ჯილდო

8.05.2026.jpg

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგარადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორს გელა მაჩაიძეს, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „მეშახტის საპატიო ორდენი“ გადაეცა. 

ჯილდო შპს „საქნახშირის“ მიერ დაწესებული მაღალი აღიარებაა, რომელიც გელა მაჩაიძეს მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის, პროფესიისადმი განსაკუთრებული ერთგულებისა და სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა.

იგი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება სფეროს როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული მიმართულებით. მისი პროფესიული ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დასტურდება იმით, რომ იგი ამ ეტაპზე შპს „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, მიხაილ სოცკის მრჩევლის პოზიციას იკავებს.

ფაკულტეტი ულოცავს მას დამსახურებულ აღიარებას!