სტუ
18/05/2026

ჩეხი პროფესორის ვიზიტი ფაკულტეტზე

18.05.2026.jpg

სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ჩეხეთის ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის (VSB-TUO) Technical University of Ostrava პროფესორს პაველ დანიჰელკას უმასპინძლა. 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა დაათვალიერა სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა, ფაკულტეტის ლაბორატორიები, მუზეუმები და სხვადასხვა სივრცეები. 

შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს ერთობლივ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტექნიკურ აქტივობებზე, პროფესორმა დანიჰელკამ კოლეგებს VSB-TUO-ს პრეზენტაცია და სასწავლო სესია წარუდგინა. 

შეხვერდამ აკადემიურ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, მსგავსი ღონისძიებები კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფაკულტეტებს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.