საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, პროფესორები: პროექტის კოორდინატორი სიბილა ბოროიევიჩ შოშტარიჩი (Prof. Sibila Borojević Šoštarić) და სტანკო რუჟიჩიჩი (Prof. Stanko Ružičić) ზაგრების უნივერსიტეტიდან (ხორვატია) და პაველ დანიჰელკა (Prof. Pavel Danihelka) ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ჩეხეთის რესპუბლიკა).
სტუმრები სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ასევე, პრეზენტაციების სახით თავიანთ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ.