სტუ
28/04/2026

საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის სხდომა - “ დარგის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები”

სამთოელების პრეზიდიუმი.JPG

27 აპრილს, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის მორიგი სხდომა გაიმართა,  რომელზეც დარგის წამყვანმა ექსპერტებმა, აკადემიური წრეებისა და მსხვილი ინდუსტრიული კომპანიების წარმომადგენლებმა სამთო მოპოვებითი სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

ძირითადი აქცენტი პროფესიული კვალიფიკაციასა და უსაფრთხოებაზე გაკეთდა. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო პროფილის სპეციალისტთა დასაქმების პრობლემებს.

აღინიშნა, რომ მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებში არ არის მკაცრი მოთხოვნა სამთო ინჟინრის კვალიფიკაციის დიპლომის ქონის შესახებ, რის გამოც სამთო საწარმოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხვდებიან შესაბამისი განათლების არ მქონე პირები. ეს ხშირად იწვევს ხარვეზებს საწარმოების მუშაობაში, განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით.

ეს პრაქტიკა პირდაპირ აისახება: 

  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე;
  • გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაზე;
  • საწარმოო პროცესების ეფექტურობაზე.

სხდომაზე რეკომენდაციები დაისახა. 

ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, სამთო საზოგადოების პრეზიდიუმმა  შეიმუშავა და სახელმწიფო სტრუქტურებს გადაუგზავნა კონკრეტული მოთხოვნები.

რეკომენდაციების თანახმად, სავალდებულო ხდება შესაბამისი უმაღლესი განათლების დიპლომი შემდეგი პოზიციებისთვის:

  • საწარმოს დირექტორი/მთავარი ინჟინერი - სამთო ინჟინრის ან ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია; 
  • რესურსების მენეჯერი - გეოტექნიკოსის ან სამთო ინჟინრის დიპლომი;
  • შრომის უსაფრთხოების ინჟინერი - უსაფრთხოების ან სამთო ინჟინერიის დიპლომი; 
  • გამამდიდრებელი ფაბრიკის ხელმძღვანელი - ინჟინერ-გამამდიდრებლის კვალიფიკაცია.

ამასთანავე, სხდომაზე სამომავლო გეგმები დაისახა, სადაც  იმსჯელეს „სამთოელის დღის“ დაფუძნებასა და სამთოელთა ყრილობის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებზე. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ღონისძიებები მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.

სხდომას ესწრებოდნენ: პროფ. ი.გუჯაბიძე (საზოგადოების პრეზიდენტი), ნ. ჩიხრაძე (სამთო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი), აკადემიკოსი ლ. ჯაფარიძე, პროფ. ა. აბშილავა, პროფ. ნ. ფოფორაძე, პროფ. გ. მაჩაიძე, ჯ. შუბითიძე (RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი), პროფ. გ. ხეცურიანი, ა. ლოვინი (საქნახშირის მთავარი ინჟინერი), ბ. დოიჯაშვილი (ზედამხედველობის სააგენტო), თ. ჩალათაშვილი (სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო).