სტუ
25/04/2026

სტუდენტები მეცნიერებათა აკადემიაში

მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში.jpg

24 აპრილს, მეცნიერებათა აკადემიაში, სამთო გეოლოგიური და მთის მდგარადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენდებს თსუ-ის ა.ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლმა  გიორგი ბერიძემ  მოხსენება წაუკითხა,  რომელიც სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოლოგიურ ობიექტს - ხრამის კრისტალურ მასივს ეხებოდა. 

შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა სტუდენტებისთვის, სადაც  ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლებიც იმყოფებოდნენ. 

მოხსენების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა რამდენიმე მიმართულებით - ინოვაციური ტექნოლოგიები: გაეცნენ თანამედროვე GAGG(Ce) სცინთილაციური დეტექტორების მუშაობის პრინციპს, რაც რადიომეტრის, დოზიმეტრისა და სპექტრომეტრის ფუნქციებს აერთიანებს.

ეს არის უახლესი აპარატურა, რომლის გამოყენებაც საველე-გეოლოგიურ კვლევებში გადამწყვეტია. იგი მოიცავდა მდინარეების (ხრამი, კლდეისისწყალი, ჭოჭიანი, ასლანურა) ხეობებს, წალკისა და გომარეთის პლატოებს, ასევე ხელოვნურ ტრანშეებსა და კარიერებს.

საველე მეთოდოლოგია: ნახეს, თუ როგორ ხდება რეალურ პირობებში (მდინარეების ხეობებსა თუ კარიერებში) მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია და მათი ზედდება გეოლოგიურ რუკაზე.

რეგიონული გეოლოგიის სიღრმისეული ანალიზი: სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ხრამის მასივის პერსპექტიული უბნების შესახებ, რაც მათ დაეხმარება სამომავლო სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომების დაგეგმვაში.

მთის მდგრადი განვითარება: რადიაციული ფონისა და U-Th მინერალიზაციის შესწავლა პირდაპირ კავშირშია რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და წიაღისეულის რაციონალურ გამოყენებასთან.

მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, თეორიული ცოდნა დაუკავშირონ რეალურ სამეცნიერო კვლევებს და მიიღონ ინფორმაცია საქართველოს წიაღისეული სიმდიდრეების შესახებ.