სტუ
23/04/2026

დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე

IMG_7670.JPG

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე  მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ციკლი განხორციელდა.

კვირეულის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური გამოწვევების მიმართ და მომავალ თაობებში ბუნებრივი რესურსებისადმი გონივრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები.

სასწავლო-საველე გასვლა:

ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით მოეწყო საველე გასვლა, სადაც ახალგაზრებმა პრაქტიკულ გარემოში განიხილეს ეკოსისტემების დაცვის მექანიზმები ადამიანის ზემოქმედება გარემოზე რეკრეაციული სივრცეების მართვის თავისებურებები ბუნებრივი პროცესები და მათი გავლენა გარემოზე. მსგავსი გასვლები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციასა და საველე-კვლევითი უნარების განვითარებას.

ზრუნვა მუზეუმებზე:

გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, მოეწყო ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამუზეუმო სივრცეების დასუფთავებისა და მოწესრიგების აქცია. სტუდენტებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად ჩაერთონ იმ სამეცნიერო ფონდების მოვლაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გეოლოგიურ ისტორიას ინახავს.

სტუდენტური ვიდეო-მიმართვები:

კვირეულის ფარგლებში მომზადდა სტუდენტთა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტებმა,  მდგრადი განვითარების პრინციპებსა და იმ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს, რაც თითოეულმა ჩვენგანმა დედამიწის გადასარჩენად უნდა გადადგას.

მომავალი თაობა:

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ფაკულტეტზე. მოსწავლეები გაეცნენ ფაკულტეტის ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, მდიდარ მინერალოგიურ კოლექციებსა და სამთო-გეოლოგიური სფეროს მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია პროფესიული ორიენტაციისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.