სტუ
20/04/2026

გეოლოგ მიხაილ სპევაკის ვიზიტი ფაკულტეტზე

0.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ისრაელიდან ცნობილი გეოლოგი, მიხაილ სპევაკი ეწვია.

ფაკულტეტის  დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ სტუმართან შეხვედრისას, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე. 

ვიზიტის ფარგლებში, მიხაილ სპევაკმა ფაკულტეტზე არსებული მუზეუმები და თანამედროვე ლაბორატორიული ბაზა დაათვალიერა. კოლეგებმა  გეოლოგიისა და გამოყენებითი გეომეცნიერებების სფეროში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

გვჯერა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის სამეცნიერო პარტნიორობა მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თანამედროვე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებასა და ინოვაციური კვლევითი იდეების გაზიარებას.