„წყლის და მყინვარების მსოფლიო დღე 2026“ - სემინარზე ფოტოკონკურის გამარჯვებული რჩეული ფოტო გამოვლინდა
20 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, სემინარი „წყლის და მყინვარების მსოფლიო დღე 2026“ გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა და სტუდენტთა მე-3 ფოტოკონკურსის დასკვნით ღონისძიებას მიეძღვნა.
ღონისძიება ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. ფაკულტეტის დეკანმა ნოე ხოზრევანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, რომლებმაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში ახალგაზრდების როლი ხაზგასმით აღნიშნეს.
კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები. კერძოდ, ღონისძიებაში 15 სკოლის და უმაღლესი საგანმანათლებლო 5 დაწესებულების ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის აქტუალობასა და ინტერესს.
გამოვლინდა გამარჯვებულები, ასევე, ფეისბუქის ლიდერი და ფაკულტეტის რჩეული ფოტო.
ყველა გამარჯვებულს სიგელი და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული ფოტოები განთავსდა სტუდენტურ სივრცეში.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების ცნობიერების ამაღლებისა და იმ მნიშვნელოვანი გზავნილისთვის, რომელიც თქვენმა ნამუშევრებმა საზოგადოებას გაუზიარეს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.