სტუ
24/03/2026

“ნარჩენების მართვა” - ფაკულტეტზე სემინარი ჩატარდა

სემინარის ფოტო 3.jpg

“ნარჩენების მართვა” - ამ სახელწოდებით 19 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე  სემინარი გაიმართა, რომელიც  ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.  

შეხვედრას უძღვებოდა თსუ-ის დოქტორანტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერთა ერთიანი ბაზის ექსპერტი მაია ჩუბინიძე. მდგრადობის მეცნიერების აკადემიის ლექტორმა მაია ჩუბინიძემ გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და განათლების მიმართულებით, საინტერესო და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.   

სემინარი აქტიური ჩართულობისა და დისკუსიის ფონზე ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

მადლობა ყველას მონაწილეობისა და ინტერესისთვის!