სტუ
21/01/2026

კრაკოვის AGH უნივერსიტეტის (AGH University of Krakow) წარმომადგენლების ვიზიტი ფაკულტეტზე

616379690_860904586812754_694108371643490731_n.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს კრაკოვის AGH უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. 

სტუმრებს შორის კრაკოვის უნივერსიტეტის გეოლოგიის, გეოფიზიკის და გარემოს დაცვის ფაკულტეტის დეკანის ორი მოადგილე და ფაკულტეტის პეტროგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იმყოფებოდა. სტუმრები სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანს პროფესორ ნოე ხოზრევანიძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გაზისა და ნავთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი თემურ ბარაბაძე და გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე, კერძოდ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს და დაიწყება ერთობლივი, ორდიპლომიანი ინგლისურენოვანი სასწავლო სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე მუშაობა, ასევე უნივერსიტეტებს შორის დაიწყება ერაზმუს+ ისა და ერაზმუს K171ის ფარგლებში თანამშრომლობა, ერთობლივი სტუდენტთა საზაფხულო სკოლის პროექტზე ერთობლივი მუშაობა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ HORIZON-ის ერთობლივ საგრანტო პროექტების შემუშავებაზე.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ფაკულტეტის შახტი-ლაბორატორია, ფაკულტეტის სამუზეუმო და ახალი სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს. პოლონურ აკადემიურ დელეგაციას უმასპინძლა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.

მან სტუმრებს დეტალურად გააცნო ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია და დღევანდელობა, ორივე მხარისგან მოიწონა სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის სფეროების შესახებ ინფორმაცია, წარმატებები უსურვა მათ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.