ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამის “გეოლოგია” სტუდენტები თელავში, გამართულ მეცნიერების ფესტივალზე
ოქტომბერში, მეცნიერების ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, განხორციელებული ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა, რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერებას.
ფესტივალის საგამოფენო სივრცეში ასევე, კვლევითი მიღწევების დემონსტრირება მოეწყო, სადაც უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინოვაციური გამოგონებები წარმოადგინეს.
მეცნიერების ფესტივალი 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ჩატარდა.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამის “გეოლოგია” სტუდენტებმა და თანამშრომლებმა, სადაც წარმოადგინეს საველე-გეოლოგიური პრაქტიკების დროს მინერალებისა და ქანების საკუთარი ხელით შეგროვილი ნიმუშები, ასევე, მათი პეტროგრაფიული, მინერალოგიური და სტრუქტურული ანალიზების შედეგები. სტუდენტებმა საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს დაინტერესებულ საზოგადოებას გამოფენის ექსპონატების შესახებ, რომელთა მიერ საგანგებოდ აღინიშნა სტუდენტების მომზადების დონე და ცოდნა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
სწორედ ეს ნიმუშები გამოიფინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეშიც. გამოფენა სასწავლო პროცესის შემაჯამებელ შედეგს წარმოადგენდა. თითოეული ნიმუში აღჭურვილი იყო დეტალური აღწერით, კლასიფიკაციითა და ანალიზის შედეგებით.
გამოფენა მიზნად ისახავდა გეოლოგიური კვლევის პრაქტიკული უნარების წარმოჩენას, სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული ცოდნის რეალურ პრაქტიკულ პროცესებში ინტეგრაციას, ქართული მინერალური რესურსების პოპულარიზაციას.
მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ ზრდას.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.