20 ოქტომბერს, სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ფაკულტეტის მიმდინარე სტრატეგიული და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
განხილული იყო ახალი საბჭოს ლეგიტიმაცია, ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა, ასევე, იმსჯელეს დეკანისა და ხარისხის სამსახურის უფროსის დანიშვნის არჩევნების თარიღის შესახებ.
საარჩევნო დებულების თანახმად, პროცესის მიმდინარეობისას პროფესორ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს მიეცათ თავისუფალი ხმის მიცემის შესაძლებლობა.
ფაკულტეტის საბჭომ ერთპიროვნულად, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აირჩია, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფაკულტეტის სტრატეგიული მიზნების შესრულებისა და აკადემიური საქმიანობის განვითარების საკითხებში.
ფაკულტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და პროფესორ ნოე ხოზრევანიძეს წარმატებებს უსურვებს.
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.