საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ვაჟთა გუნდი ფუტსალში (დარბაზის ფეხბურთი) საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულია. სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და ტურნირის თასი მოიპოვა.
ტურნირი ფუტსალში, რომელიც 2 თვეა მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდა. ტურნირში უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტური გუნდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულ გუნდს საუნივერსიტეტო ტურნირის თასი, მედლები და დიპლომები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ და ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა გადასცეს.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი სხვადასხვა ტურნირებში 2004 წლიდან მონაწილეობს და 20 წლის მანძილზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო ტურნირები მიმდინარეობს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.