12 მარტიდან, სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე პროფესიული მომზადების მოკლევადიან (2 თვიან) პროგრამაზე „ჭაბურღილების ბურღვა“, რეგისტრაცია იწყება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. რეგისტრაციისათვის განაცხადის შევსება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მსურველებმა, დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში მიმართეთ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ თეიმურაზ ბარაბაძეს (ტელ.: 514-07-85-55).