საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი ღონისძიება გორის ხანდაზმულთა სახლში - „შენი თბილი კერა“, გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ადეიშვილმა გორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს პირველადი დახმარების საგნები და პროდუქტი გადასცეს.