საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა, ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დარიუს პოპოვასმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო-გეოდეზიის და გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექცია - „ VRscan3 D - ინტერაქტიური სიმულატორი ხმელეთის ლაზერული სკანირებისთვის“, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გახსნა. როგორც პროფესორმა ნინა მაისურაძემ განაცხადა, დარიუს პოპოვასი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ატარებს საჯარო ლექციას.