სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორები 29-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ
23-25 ოქტომბერს, თურქმენეთის დედაქალაქში, ქ. აშხაბადში 29-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციას პარალელურად მოეწყო გამოფენა „თურქმენეთის ნავთობი და გაზი“.
ღონისძიებას ქართველი სპეციალისტების ჯგუფი ესწრებოდა, რომლის წევრები იყვნენ - სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი შოთა გუჯაბიძე.
კონფერენციაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ბარაბაძე მოხსენებით „რეგიონული გაზსაცავი საქართველოში“, წარდგა.
🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად..
თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ,“ თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.