სტუ
16/09/2024

შეხვედრა პირველკურსელებთან

pakulteti.jpg


სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა პირველკურსელებს შეხვდა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან სტუდენტებს ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები გააცნო, ისაუბრა სასწავლო პროცესზე და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც უნივერსიტეტი და ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს. 

პირველკურსელებს სტუდენტობა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა პროფესორმა შალვა კელეპტრიშვილმა, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ; შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა ნინო რატიანმა.

ფაკულტეტის პროფესორმა და კომპანია „არემჯის“ წარმომადგენელმა გიორგი ხეცურიანმა, სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა საბა კახიანმა. 

სტუ-ის რექტორის მილოცვასთან ერთად სტუდენტებს სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ.