15-21 მაისს, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამთო და გეოლოგიის სექციებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენციაზე ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ.
კონფერენციაში თსუ-ის გეოლოგიური პროფილის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. მთლიანობაში ჟიურის წევრებმა სტუდენტთა 32 მოხსენება მოისმინეს.
თითოეულ სექციაში კომპეტენტური ჟიურის მიერ სწავლების ყველა საფეხურისთვის გამოვლინდა გამარჯვებულები. კონფერენცია მაღალ დონეზე წარიმართა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სტუდენტებში, ასევე პროფესორ-მასწავლებლებში და კიდევ ერთხელ დადასტურდა მისი რეგულარულად ჩატარების მიზანშეწონილობა.