სტუ
16/05/2024

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საერთაშორისო ღია 88-ე კონფერენცია


სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე  მე-2 დღეა მიმდინარეობს სტუდენტური სამეცნიერო საერთაშორისო ღია 88-ე კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის ,მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტები.

კონფერენციაზე დღეისათვის მოსმენილი იქნა 16 მოხსენება.

სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევები შესაბამის სპეციფიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით.

კონფერენციის დასრულების შემდეგ კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს.