სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი გაცნობებთ, რომ29 მარტიდან - 20 აპრილამდე, მიმდინარეობს სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა:
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია სტუ-ს სტუდენტური სერვისების ცენტრში (ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 16:00 სთ-მდე);
რეგისტრაციისას წარადგინოთ ინსტრუქციის შესაბამისად გაფორმებული ქართულ- და ინგლისურენოვანი თეზისი (ერთი ამობეჭდილი და ერთი ელექტრონული / СD დისკზე ჩაწერილი ვერსია);
რეგისტრაციის შემდეგ, 29 მარტიდან - 23 აპრილამდე, ნაშრომები წარმოადგინოთ ფაკულტეტზე: გეოლოგიის სექციაში, ელ-ფოსტაზე: nana_kitiashvili@gtu.ge; სამთო სექციაში: ელ-ფოსტაზე: n_dolidze@gtu.ge
კონფერენცია გაიხსნება 2024 წლის 24 აპრილს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში;
გამოყენებითი გეოლოგიის სექცია იმუშავებს 10 მაისს, 10:00 სთ-დან სტუ-ს III კორპუსში, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში, მობ: 595 035005;
სამთო სექცია იმუშავებს 15-16-17 მაისს 10 სთ-დან სტუ-ს მე-3 სასწავლო კორპუსში, პროფ. რ. სტურუას სახელობის აუდიტორიაში #312. მობ: 555 585846;
გისურვებთ წარმატებებს!
დეკანატი
„მზა-ჩანაწერების" (Cookies) პოლიტიკა
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.