სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტმა ნინო ნოზაძემ, 22 მარტს, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფოტოკონკურსში - "წყალი მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისათვის" - გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ფოტოკონკურსი სტუ-ს მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ნინო სამაგისტრო ნაშრომს ჰიდროგეოლოგიის მიმართულებით ამზადებს და ფოტოკონკურსში წარდგენილი ნამუშევარიც სწორედ მიწისქვეშა წყლის რესურსებს დაუკავშირა.