სტუ
10/11/2023

ინდუსტრიული ტურის ფარგლებში, კომპანია "RMG" - ის წარმომადგენლებმა სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს უმასპინძლა. მომავალმა სამთოელებმა მადნეულის ისტორიული კარიერი მოინახულეს, მადნეულის კარიერის ისტორიას და დღევანდელ საწარმოო მდგომარეობას გაეცნენ. საველე პრაქტიკული ტურის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს კარიერის დამუშავების ტექნოლოგიის ძირითადი საკითხები განუმარტეს, რომლებიც მნიშვნელოვანია კარიერის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.

გარდა ამისა, ახალგაზრდები არემჯი ჯგუფის მისიას და იმ ღირებულებებს გაეცნენ, რომელიც საწარმოო პროცესის სწორ და უსაფრთხო ოპერირების გზაზე საჭიროებს.

სტუდენტებმა კარიერზე მიმდინარე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების, მადნის და ფუჭი ქანის ტრანსპორტირების, მადნეულის გამამდიდრებელი ფაბრიკის და გროვული გამოტუტვის ტექნოლოგიების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს. მათ საკუთარი თვალით იხილეს ქანების მსუბუქი მუხტებით გაფხვიერების პროცესი.

მოისმინეს მოხსენება, თუ რა ეტაპზეა სტუ-სა და RMG-ის შორის გაფორმებულ მემორანდუმზე თანდართული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი. ასევე,   მომავალის გეგმებსა და პერსპექტივებს გაეცნენ.


სიახლეებში დაბრუნება