სტუ
01/11/2023

RMG/ არემჯი -ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

კომპანია RMG/ არემჯი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამის II, III, IV კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის სტიპენდიების პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს და კონკურსს აცხადებს.

 სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქვემოთ ჩამოთვლილი ფაკულტეტების სტუდენტებს:   

-სამთო-გეოლოგიის;

-ენერგეტიკის;

- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის;

- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის;

 - ინფორმატიკისა და მართვის სისტემების.  

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა განაცხადი უნდა გადააგზავნოს მისამართზე : scholarship@richmetalsgroup.com

კონკურსანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

-  პირადი რეზიუმე

-  აკადემიური მოსწრების ბარათი

-  სამოტივაციო წერილი .

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 30 ოქტომბრიდან დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება.