სტუ
რეგისტრაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე
17/09/2023

რეგისტრაცია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი“ ახორციელებს მსმენელთა მომზადებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის (საქართველოს ოკუპირებუ­ლი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით) შესაბამისად.    

აკრედიტებულ პროგრამაზე დაშვების მოთხოვნებია: პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის ძირითადი მიმართულებებია:

·    სრული აკრედიტებული პროგრამა (230 სთ. კურსის ღირებულება -1600 ლარი).

·    აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე“ (148 სთ. კურსის ღირებულება - 1400 ლარი).

სწავლება ხორციელდება მსმენელებზე მორგებული გრაფიკის გათვალისწინებით.   

·    ინტენსიური სწავლება - 5 კვირა (ყოველდღე 8 საათი).

·    საღამოს ჯგუფი -   2.5 - 3 თვე.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილე­ბე­ლი წინაპირობაა: მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმარ­თუ­ლებით და სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება.

„შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი გასული საუკუნის 50-ანი წლებიდან დღემდე ინარჩუნებს საუნივერსიტეტო სასწავლო დეპარტამენტის სტატუსს, რადგან დაარსების დღიდან უძღვება შრომის უსაფრთხოების ზოგადი კურსის სწავლებას სტუ-ს ყველა ფაკულტეტზე. გარდა ამისა, გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოდან დეპარტამენტი გახდა მაპროფილებელი და ახორციელებს სწავლებას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

          დეპარტამენტის ბაზაზე 2006 წლიდან ფუნქციონირებდა „კვალიფიკაციის ამაღ­ლების, გადამზადების და სწავლების ცენტრი შრომის და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოებაში“. სწავლის დასრულებისა და შესაბამისი ტესტირების შემ­დგომ მსმენელებს ეძლეოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. საკანონმდებ­ლო ცვლილებებიდან გამომდინარე (ბრძანება №01-25/ნ), სსიპ შრომის ინსპექციის სამ­სახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილე­ბით დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრს მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზა­ციის სტატუსი, როგორც სრული, ასევე დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების მიმარ­თუ­ლებით.

სასწავლო ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები წამყვან ორგანიზაციებ­თან, სადაც მსმენელები გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებს. სწავლებას უძღვებიან მაღა­ლ­კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმა­ტე­ბით აბარებენ სასერთიფიკაციო გამოცდებს.

ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

სტუ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;

შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;

კოსტავას 77, III კორპ.

საკონტ. ტელ. 593 959 959; 593 305 022;

safety.mining@gtu.ge