2025 წლის 8 საქართველოს CIF საგრანტო პროექტის ფარგლებში - "სტუ- ში მთის მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის შექმნა მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრთან თანამშრომლობით" - ტექნიკურ უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გის (GIS) სისტემების ლაბორატორია და მთის მდგრადი განვითარების ცენტრი გაიხსნა.
I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე და კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური ფონდის სხვა წარმოამდგენლებთან ერთად გახსნას ესწრებოდნენ. პროექტის ხელმძღვანელი და ფონდის წარმომადგენლები, ასევე, გაეცნენ საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას.
ლაბორატორის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორმა, UNIMONT ცენტრის ხელმძღვანელმა ანამარია გიორგიმ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიკარდო გიუჯეთიმ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა სტეფანო კორსიმ;
მილანის უნივერსიტეტის UNIMONT კვლევით ცენტრის პროფესორებს, I2Q პროექტის წარმომადგენლებსა და CIF დაფინანსებული პროექტის პერსონალს შორის საქმიანი დიალოგი გაიმართა.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნოე ხოზრევანიძემ I2Q პროექტის წარმომადგენლებს ფაკულტეტის ბაზა და დაფინანსების ფარგლებში შეძენილი ტექნიკა დაათვალიერებინა.
ინგლისურენოვან ტრანსდისციპლინურ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში თავმოყრილი იქნება სფეროს უახლეს ტენდენციები და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდები, რაც ხელს შეუწყობს მთის მცოდნე პროფესიონალების ჩამოყალიბებას;
ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ პროგრამის ამოქმედება მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს სტუ-ს მთის მდგრადი ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობებს.