04/07/2025
ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა
30 ივნისს – 1 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს ,,მთის მდგრადი განვითარების სწავლება - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში" უმასპინძლა.
ღონისძიება პარტნიორებთან ერთად – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი UNIMONT HUB (იტალია), დაცული ტერიტორიების სააგენტო, კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია, GIS აკადემია და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი ჩატარდა. ფორუმი “კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)” მიერ დაფინანსებული CIF-2-2024-05 პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მთის მდგრადი განვითარების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნას გულისხმობს.
ფორუმი მოწოდებული იყო, როგორც პლატფორმა ცოდნის გაცვლის, ინტერდისციპლინარული დიალოგისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის აკადემიკოსებს, პრაქტიკოსებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, სპეციალისტებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის, რომლებიც ღრმად არიან ჩართულნი მთის მდგრადობის საკითხებში.
ფორუმის თემატიკა მოიცავდა მდგრადი განვითარების მიზნებისათვის განათლებას, მთის მდგრადობის სწავლებას, სწავლა-სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, აკადემიურ სფეროში new gold-standard studies, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას და სხვა.
ფორუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ მთის მდგრადი განვათარების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის დირექტორი გივი გავარდაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვთარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი, CIF-ის ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.
ფორუმზე პანელური მოხსენებით წარდგა UNIMONT Hub-ის ხელმძღვანელი პროფესორი ანა გიორგი. მან სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა ღონისძიების სტრატეგიულ მნიშვნელობა, როგორც საერთაშორისო პლატფორმა ინოვაციური სწავლების პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის, რომელიც დაფუძნებულია ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და მთიან ტერიტორიების უშუალო გამოცდილებაზე.
აღსანიშნავია, რომ UNIMONT HUB თავად ახორციელებს მსგავს სამაგისტრო პროგრამას და პროექტის მთავარ მენტორს წარმოადგენს.
სასესიო მუშაობისას, მკვლევრებმა საქართველოდან და იტალიიდან, მთის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად განიხილეს განათლების საკითხები, აკადემიური და ახალი სამეცნიერო და პრაქტიკული მიდგომები. დისკუსიები შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის მდგრადობა, ბიომრავალფეროვნება, მდგრადი მეწარმეობა და მთის ტურიზმი, თემის გაძლიერება.
ფორუმზე 30-ზე მეტი მოხსენება იყო წარმოდგენილი. ღონისძიების პარალელურად, ქართველი პროფესორებისთვის სპეციალური ტრენინგი “სილაბუსის დიზაინი და შექმნა” ჩატარდა, სადაც იტალიელი და ქართველი ტრენერების მიერ 6 ტრენინგ-კურსი გაიმართა.
ტრენერებმა განათლების სპეციალისტებს, სასწავლო პროგრამების შემქმნელებსა და აკადემიურ ლიდერებს მთის სპეციფიკურ კონტექსტზე მორგებული სილაბუსების შესაქმნელად პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური ტექნიკები შეასწავლეს, ასევე, გააზიარეს წარმატების მაგალითები, სასწავლო რესურსები და პედაგოგიური გამოცდილება, რომლებიც ადაპტირებულია სხვადასხვა გარემოში.
ორდღიანმა ღონისძიებამ, კიდევ უფრო დაახლოვა საერთაშორისო და ადგილობრივი მკვლევრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; ქსელური ურთიერთობები და თანამშრომლობა ახალ ერთობლივ პროექტებში გადაიზრდება და გაამყარებს მდგრადი განვითარების ძალისხმევას კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ინოვაციური განათლების მნიშვნელობას, როგორც ცვლილებების კატალიზატორის, მომავალი თაობის ლიდერების, მეცნიერებისა და სპეციალისტების მომზადებისთვის, რომლებიც მოემსახურებიან მთის რეგიონების ჰოლისტიკურ პრობლემებს. ფორუმისა და ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი სერთიფიკატების გადაეცათ.
ორდღიანი ფორუმის ორგანიზებით და სხვა მსგავსი აქტივობებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა, როგორც მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის (FAO) მთის პარტნიორობის (Mountain Partnership) წევრმა, ვფიქრობთ პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.