2025 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს "მთის მდგრადი განვითარების სწავლება - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში".
ღონისძიება ჩატარდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ,,საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით".
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები.
ფორუმის ძირითადი თემებია:
მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (Gold Standard for the Global Goals)
სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები – აკადემიური სივრცის ახალი „ოქროს სტანდარტი“, რომელიც ეფუძნება Project-Based Learning-ს
ელექტრონული სწავლების თანამედროვე მეთოდები
მთის გარემოს მდგრადობის სწავლება
მთის სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის სწავლება
გარეაქტივობები, როგორც პრაქტიკული უნარების გამომუშავების მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ფორუმის პარალელურად გაიმართება ტრენინგები, რომელთა თემატიკაც შეეხება კურიკულუმის შესაბამისი კურსების მომზადებას.
ღონისძიების დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.