Date: 02 April 2024
Time: 12:00 pm
Venue: GTU Administrative Building, 75 Kostava Street, Tbilisi
Event: The contest to create the “Young Scientists Science Week" logo
On April 2, 2024, Georgian Technical University jury anounced the name of the winner of the student competition to create a logo for the "Young Scientists Scientific Week". The competition was held with the support of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia. The jury revealed Nika Tsetskhladze, a 3rd-year undergraduate student of the International Design School of GTU, as the winner.
47 students of the Georgian Technical University participated in the logo design competition, each presenting a unique and diverse range of concepts, many versions of the logo, and various typographic combinations. Despite the variety, all the competition works were united by the slogan – “Junior Scientists for the Best Future of the Planet”.
The head of the Science Development Department of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia, Professor Ketevan Kokrashvili welcomed the contestants and the attending public and wished success to the young people participating in the competition. The author of the winning logo in the competition, Nika Tsetskhladze, received an award of 2000 GEL established by the Ministry of Education, Science and Youth of Georgia.
2024 წლის 2 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი გამოავლინეს. კონკურსი საქარეთველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა. საკონკურსო ჟიურიმ გამარჯვებულად სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის მიერ შექმნილი ლოგო დაასახელა.
ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 47-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მრავალმხრივ საინტერესო კონცეფციები, ლოგოს ორიგინალური ვერსიები და ტიპოგრაფიული კომბინაციები წარმოადგინეს. ყველა საკონკურსო ნამუშევარს აერთიანებდა სლოგანი - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ (Junior Scientists for the Best Future of the Planet).
კონკურსანტებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი მიესალმა და კონკურსის მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორს ნიკა ცეცხლაძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო - 2000 ლარი გადაეცემა.