2022 წელს, განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - ლოგო და გერბი შეიცვალა. ლოგოდ უნივერსიტეტის დასახელების აბრევეატურა „სტუ“ შეირჩა
ფაკულტეტებისათვის განისაზღვრა განმანსხვავებელი სიმბოლო: აბრევიატურის ელემენტი "ტ", რადგან დასახელებაში მთავარი განმასხვავებელი სიტყვა „ტექნიკური“ უნივერსიტეტის არსს გამოხატავს და სწორედ მასშია გადმოცემული თითოეული ფაკულტეტის შინაარსი და მახასიათებლები. დიზაინის საერთაშორისო სკოლის ლოგოს ინსპირაცია სიტყვა - დიზაინის განმარტებიდან მოდის, რადგან იგი არის რაიმე კონკრეტულის მოდელირების ან შექმნის პროცესი.